პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
BBC-ის ინფორმაციით, ხვალ ინგლისური კლუბი "ჰალ სიტი" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ქართველ შოთა არველაძეს წარადგენს.
შოთა არველაძემ გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე გრანტ მაკანი უნდა ჩაანაცვლოს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.
თავად "ჰალ სიტის" ახალი მფლობელი ჰყავს. 20 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ინგლისური კლუბი თურქი ბიზნესმენის, აჯუნ ილიჯალის Acun Medya-მ შეიძინა. გარიგების ღირებულება 30 მილიონი გირვანქა სტერლინგია.
არველაძის სამწვრთნელო CV-ში შედის მოღვაწეობა ჰოლანდიაში, თურქეთში, ისრაელსა და უზბეკეთში.
ჰალი ინგლისის ჩემპიონშიპში მე-19 ადგილზე იმყოფება და გასავარდნ ზონას 9 ქულით უსწრებს.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ არველაძემ სამწვრთნელო კარიერა ჰოლანდიურ გუნდ „აზ ალკმაარში“ დაწყო; არველაძე რონალდ კუმანის დირკ ადვოკაატის და ლუის ვან გაალის თანაშემწედ მუშაობდა. 2010-2012 წლებში ის თურქული „ქაისერისფორის“ მთავარი მწვრთნელი იყო, 2012-2015 წლებში „ქასიმფაშას“ წვრთნიდა, 2015-2017 წლებში „ტრაბსონსფორის“ მთავარი მწვრთნელი იყო, 2017 წლიდან კი ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელია.