5 ფილმი, რომელიც საყვარელ ადამიანთან შერიგებაში დაგეხმარებათ

filmi

ჩვენ შევარჩიეთ 5 ლამაზი ფილმი, რომელიც შეყვარებული ადამიანისთვის გადასარევი შანსია, იპოვოს ყველა შესაძლო გზა შეყვარებულთან შესარიგებლად.

უბის წიგნაკი

2004 წლის ამერიკული მელოდრამა, რეიჩელ მაკადამსისა და რაიან გოსლინგის მონაწილეობით, დაგეხმარებათ იპოვოთ გზა სირთულეების დასაძლევად. ეს არის ორი შეყვარებული ადამიანის ისტორია, რომლებიც ბევრი დაბრკოლებისა და არაერთხელ დაშორების მიუხედავად, მაინც იპოვიან გზას, რათა საბოლოოდ ერთად დარჩნენ. 

ცისფერი ვალენტინი

2010 წელს გადაღებული ეს ფილმი, ახალგაზრდა წყვილის ამბავს გვიყვება, მათ შორის, კრიზისებს, დაშორებისა და ახლიდან ურთიერთობის დაწყების ისტორიას. ეს ფილმი კიდევ ერთხელ გვახსენებს ურთიერთობის შენარჩუნების საჭიროებას. ფილმში მთავარ როლებს მიშელ უილიამსი და რაიან გოსლინგი ასრულებენ. 

ქორწინების ისტორია

2019 წელს გადაღებული ემოციური დრამა, რომელიც გვაჩვენებს, რამდენად რთულია ურთიერთობის დასრულება მაშინ, როცა სიყვარული ჯერ კიდევ ცოცხალია. ფილმი გულწრფელობასა და ერთმანეთის პატივისცემაზეა, სადაც მთავარ როლებს სკარლეტ იოჰანსონი და ადამ დრაივერი ასრულებენ. 

ვერცხლისფერი პიესების კრებული

ეს გახლავთ 2012 წლის ოსკაროსანი ფილმი ჯენიფერ ლოურენსისა და ბრედლი კუპერის მონაწილეობით. ეს ფილმი იდეალურად გამოხატავს ურთიერთობის ძალას და მხარდაჭერის მნიშვნელობას. 

ეს სულელური სიყვარული

2011 წლის ფილმია ლიო ტიპტონისა და რაიან გოსლინგის მონაწილეობთ. ფილმის გმირი ყველა შესაძლო გზით ცდილობს ოჯახის შენარჩუნებას და სწორედ ეს კინოსურათი გვასწავლის, რომ შერიგება და პატიება ყოველთვის შესაძლებელია.