„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტისგან განსხვავებით, მისი პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის პირადი ცხოვრება ხშირად ხდება მედიაში განხილვის საგანი. ეს გასაკვირი არ არის, რადგან პესკოვი დაქორწინებულია მოციგურავე ტატიანა ნავკაზე.
საინტერესოა, რა არის ცნობილი პესკოვის მეუღლის პირადი ცხოვრების შესახებ და როგორ ცხოვრობს სანქციების ქვეშ მოქცეული პუტინის რეჟიმის მეთაურის ცოლი ახლა. პესკოვის მეუღლის შესახებ უკრაინული მედი წერს.
ნავკას პირადი ცხოვრება პესკოვთან ქორწილამდე
1992 წლიდან ნავკა ცხოვრობდა და ვარჯიშობდა აშშ-ში. 2000 წელს იგი დაქორწინდა თავის მწვრთნელზე, მსოფლიო ჩემპიონ ალექსანდრე ჟულინზე. მალე მათი ქალიშვილი ალექსანდრა შეეძინათ (დღეს ის მომღერალია და გამოდის შემოქმედებითი ფსევდონიმით ალექსია).
2006 წელს ნავკა მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად მოსკოვში დაბრუნდა, როდესაც პროექტი „Stars on Ice“ დაიწყო. 2010 წელს წყვილმა განქორწინება გამოაცხადა.
შემდეგ ნავკამ დაიწყო ურთიერთობა პარტნიორებთან „Stars on Ice“-ის შოუდან - მსახიობ მარატ ბაშაროვთან და მუსიკოს ალექსეი ვორობიოვთან. ამბობენ, რომ ნავკას ბაშაროვთან რომანი ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა, როდესაც ჟულინზე დაქორწინებული იყო.
ნავკა და პესკოვი:
2010 წელს ნავკა დიმიტრი პესკოვს შეხვდა, რომელიც იმ დროს ქორწინებაში იმყოფებოდა. მათ რომანი დაიწყეს, ორი წლის შემდეგ კი პესკოვი ცოლს გაშორდა და სამი შვილი დარჩა.
2014 წელს ტატიანა ნავკამ პესკოვის ქალიშვილი ნადეჟდა გააჩინა, 2015 წლის 1 აგვისტოს კი სოჭში გაიმართა ნავკასა და დიმიტრი პესკოვის ქორწილი.
საინტერესო ფაქტები ტატიანა ნავკას შესახებ
ნაკლებად ცნობილი ფაქტია, მაგრამ რუსული პასპორტის მიუხედავად, ტატიანა ნავკა დაიბადა უკრაინაში, დნეპერში.
2015 წელს ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციულმა ფონდმა ჩაატარა გამოძიება, რომლის მიხედვითაც ნავკა უკანონოდ იყენებდა საგადასახადო შეღავათებს და ასევე ცრუ ინფორმაციას აწვდიდა შეერთებულ შტატებში დეკლარაციების შევსებისას. პესკოვთან ქორწინებამდე ექვსი თვით ადრე ნავკამ შეიძინა ელიტარული სახლი მოსკოვის რეგიონში 20 მილიონი დოლარის ღირებულებით.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ, პესკოვის მეუღლეც, მასთან ერთად, სანქციების სიაში შეიყვანეს.