VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
უკრაინის ქალაქ ბუჩადან გავრცელებულმა კადრებმა მსოფლიო შეძრა. გათავისუფლებულ ქალაქში ცხედრები ქუჩებში ნახეს. ოკუპანტი ქვეყნის სისასტიკეს უკრაინელი ბიზნესმენი და მწერალი გარიკ კოროგოდსკი ეხმაურება.
მისი თქმით, ბუჩაში ჰუმანიტარული დახმარება არავის სჭირდება, რადგან „ბავშვები არ არიან“.
„ბავშვობიდან მახსოვს მატარებლის გაჩერებები ლამაზი სახელებით – ირპენი, ბუჩა..
ახლა კი ბუჩიდან გვთხოვეს, ბავშვთა კვების პროდუქტები არ გამოგვეგზავნა.
ბავშვები არ არიან, თითქმის ყველა დახოცეს.
ჯერ არ არის ნათელი, როგორ უნდა ვიმუშაოთ, ჩვეულებრივ,“ - წერს გარიკ კოროგოდსკი.