საღეჭი რეზინის მოხმარებასთან დაკავშირებულმა ახალმა კვლევამ მოულოდნელი შედეგი აჩვენა
1768133610
გარდაბნის გზატკეცილზე მომხდარი ავარიის გამო დროებით 4 800-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა 12 იანვარს, 19:00 საათიდან დაიწყება და, დაახლოებით, 22:00 საათისთვის დასრულდება.
კომპანია აბონენტებს ყურადღებისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში არ დატოვონ.
„გაცნობებთ, რომ გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, დღეს 12 იანვარს, 14:20 საათიდან 19:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდა შემდეგ მისამართებზე მდებარე აბონენტებს:
გარდაბნის გზ. 6 (ემირ ბურჯანაძის ქ. 6ა), 24ა;
ქინძმარაულის ქ. 6ა-ში;
ქინძმარაულის შეს. 30-ის მიმდებარედ შპს „ქართული სახლი“-ს;
ქინძმარაულის შეს-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსები № 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 25, 26, 30, 32;
ქინძმარაულის შეს. 4გ-ში (5ა-ს მიმდებარედ) შპს „კოდი“-ს საცხოვრებელი კორპუსი;
ოცხელის ქ. 4, 8, 24, 25, 25ა, 30, 32, 34;
ნაკადულის ქ. 2ა, 2, 3, 4;
ნაკადულის I შეს. 6, 8, 8ა, 2ა-1, 2ა-2, 2ა-3-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსები;
ასევე გაზმომარაგება შეუწყდა ქინძმარაულის, მარელისის ქ. 3 (ახლ. ბაბუციძის), ნაკადულის, მარელისის, ოცხელის, ლითონკონსტრუქციების VI დასახლების (წმ. ბარბარეს დასახლება), გარდაბნის გზისა და 31-ე ქარხნის მიმდებარედ (მარია პერინის ქუჩა) მცხოვრებ მოსახლეობას.
აღნიშნულ ტერიტორიაზე გაზის მიწოდება ასევე შეუწყდება არსებულ კომერციულ ობიექტებს, მათ შორის:
ფ/პ ნათია ჯანიაშვილი;
შპს „თავთავი“;
შპს „კამელინი“;
შპს „ორბელი 91“;
მარელისის ქ. 5-ში მდებარე საბავშვო ბაგა-ბაღი (სკოლა „დავითიანი“);
ნაკადულის ქუჩაზე – ი/მ დავით ხაბაზაშვილი;
საჯარო სკოლა №82;
გარდაბნის გზაზე – №78 საჯარო სკოლა;
ქინძმარაულის II შეს-ში – №126 ბაგა-ბაღი;
საჯარო სკოლა №106;
შპს „ჩიქო“ და სხვა ობიექტები.
გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება დღეს, 12 იანვარს, 19:00 საათიდან და დასრულდება დაახლოებით 22:00 საათისთვის.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო
გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.
თუ იგრძენი გაზის სუნი დარეკეთ მითითებულ ნომერზე:
ცხელი ხაზი; +995 32 2404004
სწრაფი რეაგირების სამსახური 114“, - ნათქვამია ინფორმაციაში.