ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს

ღარიბას გადაყვანა

5-წლიანი პატიმრობა და ჯარიმა მილიონი ლარის ოდენობით, - ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებულია. ის რუსთავის მე-12 დაწესებულებაშია გადაყვანილი. პროკურატურამ ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც, მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ მას, დამატებითი სასჯელის სახით, დაეკისრა ჯარიმა და სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა ასევე დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა.

ღარიბაშვილი აღიარებს დანაშაულს და ეთანხმება საპროცესო შეთანხმების პირობებს.