33%-იანი ვაქცინაციით დიდი ხანი ვიქნებით პანდემიის აქტიურ ფაზაში - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე სოციალურ ქსელში წერს.

ის მოსახლეობას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

„33%-იანი ვაქცინაციით დიდი ხანი ვიქნებით პანდემიის აქტიურ ფაზაში. ინფიცირების მიხედვით მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ 100 ათას მოსახლეზე ინციდენტობით.

ჩვენს წინ არსებული ორი ქვეყანა (დანია, ისლანდია) ყველანაირ კოვიდ-რეგულციას აუქმებს, მიზეზი ერთია 80% ვაქცინაციის ფონზე შემთხვევების უდიდესი ნაწილი მსუბუქია და შესაბამისად სიკვდილიანობა და ჰოსპიტალიზაცია დაბალი რჩება. აიცერით და დაასრულეთ პანდემია,“ - წერს ბიძინა კულუმბეგოვი​​.