1743406626
32- ე ბატალიონის ყოფილი ჯარისკაცის სახელით დეზინფორმაცია ვრცელდება-გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, თითქოს გოგა გოგლიჩაძე მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა და შეიარაღებული ძალების რიგებს საგამოძიებო კომისიის გამო ტოვებს

სოციალურ ქსელში 32- ე ბატალიონის ყოფილი ჯარისკაცის სახელით დეზინფორმაცია ვრცელდება. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, თითქოს გოგა გოგლიჩაძე მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა და შეიარაღებული ძალების რიგებს საგამოძიებო კომისიის საქმიანობის გამო ტოვებს. ინფორმაციას „იმედინიუსი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაცია რომ ტყუილია, ამას თავად გოგლიჩაძე ადასტურებს. „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბარში ის ამბობს, რომ სამხედრო სამსახური 2021 წელს დატოვა და ეს განცხადება მას არ დაუწერია.