VIDEO: მგზავრმა, თვითმფრინავის ჩამოგდებამდე და მას შემდეგ, თავისი მეუღლისთვის ემოციური ვიდეო გადაიღო
1735280058
საქართველო დამოუკიდებლობის 105 წლის იუბილეს ზეიმობს. შესაბამისი განწყობის შესაქმნელად თბილისსა და 15 ქალაქში ღონისძიებებია დაგეგმილი.
"თავისუფლების სიყვარულით" - წელს ეს არის სლოგანი. პროგრამა უკვე ტრადიციად ქცეული ცერემონიით 11 საათზე დაიწყება - წვევამდელები ფიცს ამჯერად პარალელურად მთელი საქართველოს მასშტაბით დადებენ.
რაც შეეხება სხვა სამხედრო კომპონენტს, მთელი დღის განმავლობაში გამოფენილი იქნება ტექნიკა და აღჭურვილობა. გადაიფრენს ავიაცია.
დღის განმავლობაში, ცენტრალურ მოედნებზე სხვადასხვა სივრცე მოეწყობა- მათ შორის ღვინის, კვების, სპორტის და მუსიკალური კუთხეები. ყველგან იქნება პროგრამა ბავშვებისთვის - კულმინაცია 20:00 საათზე დაგეგმილი გალა კონცერტია.
ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს და წერს:
"300 ბავშვი შეასრულებს საქართველოს ეროვნულ ჰიმნს 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს. რეპეტიციის კადრები თავისუფლების მოედნიდან" - წერს გოგა ჩანადირი.