ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთათვისაც 2027 წელი დიდი ტრანსფორმაციის პერიოდად გადაიქცევა
1791707357
3 დღე 26 მაისამდე - დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირი საქართველოს დროშის ფერებში გაფორმდა. საზეიმო ღოინისძიებები მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დედაქალაქსა და რეგიონებში მასშტაბურად აღინიშნება.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისი თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. საზეიმო ღონისძიებები თბილისში თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე გაიმართება.
წელს პირველად საზეიმოდ ფიცი თავისუფლების მოედანსა და 10 რეგიონში დაიდება.
რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა თემატიკის სივრცე მოეწყობა. საქართველოს მასშტაბით საზეიმო ღონისძიებები 15 ქალაქში გაიმართება.
თბილისსა და რეგიონებში მოქალაქეებს ღონისძიებაზე დასწრება დილიდან შეეძლებათ. 26 მაისის ღონისძიებებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი დაასრულებს.
ვიდეორეპორტაჟი: ტელეკომპანია „იმედი“