29 მარტის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

გაზაფხული

29 მარტს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +15 და ღამით +6 გრადუსია მოსალოდნელი.

ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდია ფოთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი არც ზუგდიდში იქნება, დღისით ტემპერატურა +20, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმშიც უნალექო დღეა. +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +4გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო ამინდია. დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში მზიანი ამინდია, დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც მზიანი დღეა, დღისით +11 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.

ბორჯომში მზიანი დღეა, +13 იქნება დღისით, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეს ელოდებიან გორში, დღისით +16 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში თოვლია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება. თოვლია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +1, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმიანი დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +7 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება თელავში, +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექი არც გურჯაანში იქნება. დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.