11-წლიანი პაუზის შემდეგ კამერონ დიასი ეკრანს ახალი როლითა და განსხვავებული იმიჯით უბრუნდება

კამერონ დიასი

კამერონ დიასი გადასაღებ მოედანს დაუბრუნდა. 11 წლიანი პაუზის შემდეგ, საქმიანობის განახლებასთან ერთად, 53 წლის ქერა ლამაზმანმა როლისთვის იმიჯიც შეიცვალა. 

„ფარსი" ასე ჰქვია ფილმს, რომლის გადასაღებ მოედანზე, მსახიობს ჩვეული სწორი თმა სტილისტებმა ტალღოვან ვარცხნილობად გადაუკეთეს. კინოსურათში მისი პარტნიორი სტივენ მერჩანტია - გადაღებები ბრუკლინში მიმდინარეობდა. 

„დეილი მეილის" ინფორმაციით, მერჩანტი ამ ფილმის რეჟისორი და სცენარისტიც გახლავთ. ​
ფილმში  მერჩანტის გმირი მდიდრულ სასტუმროში მუშაობს და ფიქრობს, რომ იმიჯისთვის ცოლი სჭირდება. იგი საქმიან გარიგებას დებს დიასის პერსონაჟთან - გაჭირვებულ კომიკოსთან, რომელსაც დაზღვევის მიღება ძალიან სჭირდება. მათი ყალბი ქორწინება ფარსით იწყება, თუმცა შესაძლოა, ნამდვილ სიყვარულშიც გადაიზარდოს.

ეკრანზე დაბრუნების შესახებ დიასმა გრემ ნორტონის შოუში ისაუბრა და  აღნიშნა, რომ ეკრანს მიღმა, ოჯახთან ერთად გატარებული დრო ძალიან სასიამოვნო იყო, თუმცა ახლა საკუთარი საქმიანობის განახლებას ისევ აპირებს.