28 მაისს ხევი-უბისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გზა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 28 მაისს ხევი-უბისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

„თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 156-ე კილომეტრზე, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობის პროცესში, დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია „ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი“ საქართველოს ფილიალი ახორციელებს ხიდზე რკინა-ბეტონის წინასწარდაძაბული კოჭების მონტაჟს. ამის გამო, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, საჭიროა 2022 წლის 28 მაისს 02:00-დან 06:00 საათამდე აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა 10-15 წუთიანი ინტერვალით. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აცხადებენ უწყებაში.