პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„რუსთავი 2-ის" გადამღებმა ჯგუფმა, კიევის ყველაზე დიდი ბავშვთა საავადმყოფო გადაიღო. საავადმყოფოში, რომელმაც სამი თვის განმავლობაში არაერთი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა, ექიმები ამ დრომდე შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობენ და მკურნალობენ არა მხოლოდ მცირეწლოვნებს, არამედ ზრდასრულებსაც.
7 წლის დანია „კურიერთან" საავადმყოფოში გატარებულ მძიმე დღეებს იხსენებს. დანია მრავლობითი დაზიანებებით ჯერ ჩერნიჰივის საავადმყოფოში მარტო, მშობლების გარეშე მოხვდა, მიზეზი კასეტური ბომბის ნამსხვრევი იყო. შემთხვევის დროს დაშავდნენ დანიას მშობლებიც, რომლებმაც შვილის გარეშე, 16 დღე, სხვადასხვა საავადმყოფოში გაატარეს. მშობლები იხსენებენ, როგორ ეძებდნენ ერთმანეთს დაშავებულებში.
16 დღის შემდეგ ოჯახი გაერთიანდა - ისინი რეაბილიტაციისთვის კიევის ბავშვთა კლინიკაში მოათავსეს.
24 თებერვალს დაწყებული სამხედრო აგრესიის შემდეგ, კლინიკამ ასამდე ბავშვის და კიდევ უფრო მეტი უფროსის სიცოცხლე გადაარჩინა. სამთვიანი საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში, საავადმყოფოში 2 ბავშვი დაიღუპა, ქვეყნის მასშტაბით კი, ოფიციალური მონაცემებით, ომს 238 არასრულწლოვანის სიცოცხლე შეეწირა. დაშავებული ბავშვების რაოდენობა 433-ია, თუმცა ეს, ზუსტი მონაცემები არ არის.