პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
2022 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 308.1 მლნ აშშ დოლარი (944.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 58.8%-ით (114.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.2% იმ 20 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა აპრილში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 20 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 91.5% მოდიოდა.