2 დეკემბერს თბილისის რამდენიმე ქუჩის აბონენტებს შუქის მიწოდება შეუწყდებათ - გადაამოწმეთ კონკრეტული მისამართი

შუქი

თბილისის რამდენიმე რაიონის აბონენტებს გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 2 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ. კონკრეტულ მისამართებს და გრაფიკს კომპანია "თელასი" ავრცელებს.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იაკობ ნიკოლაძის, შიო მღვიმელის, შარაშიძის, თუმანიშვილის, ანანურის, პეტრე მელიქიშვილის და სოფიკო ჭიაურელის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის, ზურაბ პატარიძის, სულაქველიძის და შანდორ პეტეფის ქუჩების მოსახლეობას.