შობის მარხვა - კვების კალენდარი, ნებადართული პროდუქტები და მნიშვნელოვანი თარიღები
1795458061
რაჰიბ მამედოვმა 1987 წელს, საქართველოში სამხედრო სამსახურის გავლისას, ნამდვილი გმირობა გამოიჩინა.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ძლიერი წყალდიდობის დროს მან 28 ადგილობრივი მცხოვრების გადარჩენა შეძლო, თუმცა თავად სტიქიის მსხვერპლი გახდა და დაიღუპა.
სამხედრო სავალდებულო სამსახურს რაჰიბ მამედოვი ხელვაჩაურში მდებარე სამხედრო ნაწილში გადიოდა.
მისი გმირობა დღემდე ახსოვთ. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში რაჰიბ მამედოვის ხსოვნის პატივსაცემად ძეგლია აღმართული.
მან საკუთარი სიცოცხლის ფასად 28 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. რაჰიბ მამედოვის გმირობა და თავგანწირვა ორი ერის შორის მეგობრობისა და ადამიანობის სიმბოლოდ დარჩა.