მომდევნო დღეებში ტემპერატურა დაიკლებს, ზოგიერთ რეგიონში კი ნალექია მოსალოდნელი

ამინდი თოვლი

საქართველოში მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ამინდი შეიცვლება.

24-29 ნოემბრის პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით გრილი დღეები იქნება, დასავლეთ და მაღალმთიან რეგიონებში კი ნალექის ალბათობა მოიმატებს.

თბილისში კვირის დასაწყისში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 24 ნოემბერს ჰაერი დაახლოებით 15 გრადუსამდე გათბება, თუმცა 25 ნოემბრიდან ტემპერატურა დაიკლებს და წვიმაც არის მოსალოდნელი.

26 ნოემბრიდან დედაქალაქში გამოიდარებს, თუმცა ღამის საათებში ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. დღისით დაახლოებით 8-11 გრადუსი იქნება, ღამით კი ტემპერატურა 0-2 გრადუსამდე დაეცემა.

შაბათს, 28 ნოემბერს, თბილისში შედარებით თბილი და უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა 13 გრადუსამდე მოიმატებს.

კვირას კი ღრუბლიანობა მოიმატებს და საღამოს ნალექის ალბათობაც გაიზრდება.

✕