ვრცელდება პატრიარქ შიო მესამის მიმართვა
1778842213
17 მაისს, საქართველოში, ოჯახის სიწმინდის დღე საზეიმოდ აღინიშნება. სამების ტაძარში სადღესასწაულო წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III აღავლენს.
პარალელურად, დილის 11:00 საათზე გაიმართება ტრადიციული მსვლელობა ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით.
"17 მაისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს სამების საპატრიარქო ტაძარში. პარალელურად, დილის 11:00 საათზე ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან სამების საკათედრო ტაძრამდე წარიმართება, ტრადიციულად, მსვლელობა. სამების ტაძარში ლოცვითი მსვლელობით მისულ მრევლს დალოცავს უწმინდესი და უნეტარესი შიო III," - აცხადებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომელი, მამა საბა გაზდელიანი.
მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ სასულიერო პირები, სამრევლო, საკვირაო სკოლის წარმომადგენლები. ამასთან, ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება, სურვილის შემთხვევაში, შეუერთდეს მსვლელობას.