პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გასულ კვირას ვანში სასტიკად მოკლული მამაკაცი, დავით ჩხეიძეა. 39 წლის კაცს საკუთარ კაფეში 10-მდე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.
კაფეში, სხვადასხვა სუფრაზე მსხდომებს შორის დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე დაიწყო. დავით მხეიძემ, რომელიც ამ ობიექტის მეპატრონე იყო, სტუმრების გაშველება სცადა, მოუწოდა მათ, რომ ჩხუბი შეეწყვიტათ, ადგილზე ვითარება რამდენიმე წუთით განეიტრალდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მხეიძის ნათქვამმა, ერთ-ერთი სტუმარი გააღიზიანა, დანა აიღო და გარეთ გასულს უკან დაედევნა.
„ემიგრანტების იმედის“ შოთო სიხარულიძის ინფორმაციით, გარდაცვლილის დედა ემიგრაციიდან დაბრუნდა.
„გლოვობს ვანი.. ემიგრანტს შვილი მოუკლეს, ის საქართველოში საბერძნეთიდან ჩამოფრინდა... მიწისთვის მენანები, რამხელა სიმწარეა... ემიგრანტი დედა.... 16 წლის უნახავი შვილი, რამდენი წელი ესე ეკრანს მიღმა, შვილო, გული დამიბერდაო.. ღმერთო, აცხონე ეს ბიჭი და დედამისს მიეცი ძალა, რომ იცოცხლოს...“, - წერს შოთო სიხარულიძე.
39 წლის დავით მხეიძის მკვლელობის საქმეზე, სამართალდამცველებმა ერთი პირი მალევე დააკავეს, მის წინააღმდეგ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ადგილობრივი არ არის და ვანში სტუმრად იყო ჩასული.