რა ეღირება დოლარი და ევრო 27 ნოემბერს - ვალუტის კურსი
1732637847
სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტის – „დანერგე მომავალი“ - ფარგლებში, ბოლო წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან არაერთი პროექტი დაფინანსდა, თუმცა ირკვევა, რომ ბენეფიციართა ნაწილმა დაფინანსების ეფექტურად გამოყენება ვერ შეძლო.
აუდიტის სამსახურმა შეისწავლა მრავალწლიანი კულტურების ბაღების გაშენების მიზნით დაფინანსებული პროგრამა. აუდიტორების მიერ ბაღების დათვალიერების შედეგად გამოვლენილია ხარვეზები, რაც სავარაუდოდ, მრავალწლიანი კულტურების არასათანადო მოვლა-პატრონობას უკავშირდება. კერძოდ:
„აუდიტორული შერჩევით, მნიშვნელოვანი რისკების მქონე ბაღების ადგილზე ვიზუალური დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ 2018-2020 წლებში მოქმედი ხელშეკრულებების ფარგლებში, 1,332,366 ლარით დაფინანსებულ 15 ბაღში ნერგების 100% გამხმარია. ამასთანავე, 10 ბაღის შემთხვევაში, რომლებიც ჯამურად დაფინანსდა 733,291 ლარის ოდენობით, ნერგების გარკვეული ნაწილი გამხმარია, ხოლო 3,115,975 ლარით დაფინანსებულ 36 ბაღში − ნერგების არსებითი ნაწილი გახარებულია“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.