პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ასტროლოგ რამაზ გიგაურის ცნობით, 12 აპრილს ცის კაბადონზე მეტად მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენის პიკი იქნება. ეს იუპიტერისა და ნეპტუნის შეერთებაა, რომელიც თევზების ზოდიაქოს 24-ე გრადუსში მოხდება.
„უნდა ითქვას, რომ ამ ნიშანში ორივე პლანეტის გამოვლენა საკმაოდ ძლიერი და ინტენსიური იქნება. ეს იმიტომ, რომ ნეპტუნი ამ ნიშანს მართავს, ხოლო იუპიტერი თანამმართველია.
ჰარმონიული გავლენა (+):
ეს შეერთება სასიკეთოდ მოქმედებს ხელოვნებაში (ფერწერა, მუსიკა, პოეზიაში), მით უმეტეს, რომ ეს სასიკეთოდ იმოქმედებს წარმოსახვაზე და ფანტაზიაზე (ეს შეერთება პირად ჰოროსკოპში არც თუ იშვიათად აქვთ ფილოსოფოსებს, ფსიქოლოგებს და ფსიქიატრებს). სწორედ ამიტომ, წინ წამოიწევს ისეთი თემები თუ პროექტები, სადაც წარმოსახვას წამყვანი როლი აკისრია.
მნიშვნელოვანი გახდება მისტიციზმის მომენტიც. ამიტომ ბევრ ადამიანს გაუჩნდება სურვილი, შეისწავლოს მისთვის აქამდე დაფარული და უცნობი თემები თუ მოძღვრებები.
ზოგიერთი ადამიანი სწორედ ამ პერიოდში დაინახავს სამყაროს იმ მინიშნებას, რომლის დანახვასაც დიდი ხანია ცდილობს. ბევრი ადამიანი გარშემომყოფების მიმართ უფრო გახსნილი, გამგები და გულისხმიერი გახდება, რაც ბუნებრივია სასიკეთოდ იმოქმედებს ურთიერთობაზე.
ეს ასტროფსიქოლოგიურ დონეზე მიანიშნებს რელიგიური, პოლიტიკური და საერთოდ, იდეოლოგიურ რეზონანსის გაძლიერებას. ამ დროს ადამიანებში ძლიერდება რწმენა და იდეალებისთვის ბრძოლა. ხშირად ეს მიანიშნებს უანგარობაზე, სიყვარულის გამოვლენასა და ქველმოქმედების სურვილზეც.
დისჰარმონიული გავლენა (-):
ნეგატიურ შემთხვევაში ეს არის ფანატიზმი და „ბრმა რწმენა“, რომელსაც ხშირად თან ახლავს ფატალიზმი. ბევრ ადამიანში გაძლიერდება წარმოსახვა და ფანტაზია, რაც შეიძლება მომენტალურად გადავიდეს ილუზიასა და თავის მოტყუებაში. აქედან გამომდინარე, ამ პერიოდში მატულობს მოტყუებისა და ცდუნების ალბათობა. ამ დროს ადამიანი იოლად იჯერებს ყველაფერს და ყველა ინფორმაციას გადამოწმების გარეშე როგორც ჭეშმარიტებას ისე იღებს. მოსალოდნელია 6 მაისამდე გამჟღავნდეს მასშტაბური ტყუილის, თაღლითობის შესახებ, რასაც სერიოზული კატაკლიზმები მოჰყვება.
ასტროლოგიაში ნეპტუნი - არა მხოლოდ რწმენის და იდეოლოგიის პლანეტად ითვლება, არამედ მას უკავშირდება ქიმიასთან და ეპიდემიასთან დაკავშირებული თემებიც. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული:
რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის მხრიდან ხელახლა გააქტიურდეს ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული მუქარა ან საერთოდ, რუსეთის მხრიდან ადგილიც ჰქონდეს ქიმიური იარაღის გამოყენებას.
მსოფლიოს მასშტაბით მოიმატებს წყალდიდობის, ცუნამის ალბათობა.
ასევე მნიშვნელოვანი იქნება პანდემიასთან დაკავშირებული ახალი თემების გააქტიურება ან ამასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციის გავრცელება. მოსალოდნელია ამ მიმართულებით დაირღვეს სტატუს-კვო და ამ საკითხმა კაცობრიობას სერიოზული კუთხით „შეახსენოს“ თავი (ეს შეიძლება იყოს როგორც მასშტაბურად ნეგატიური, ისე პოზიტიური ინფორმაციაც, დავუშვათ, „ახალი ტალღა“ ან სულაც, მისი დასრულება).
ასევე, არ არის გამორიცხული, სერიოზული რყევები და კატაკლიზმები მოხდეს ბევრი რელიგიური ინსტიტუტის ცხოვრებაში. მოსალოდნელია ამ კუთხით ცვლილებები და სკანდალებიც კი.
პერსონალურ დონეზე ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება:
იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც პირად ჰოროსკოპში თევზების, ასევე ტყუპის, კირჩხიბის, ქალწულის, მორიელის ან მშვილდოსნის 23-ე, 24-ე ან 25-ე გრადუსში განთავსებული აქვთ მზე, მთვარე, ასცენდენტი ან რომელიმე პლანეტა.
ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით რეზონანსულია (რიგითობის მიხედვით):
1. თევზებისთვის (ძლიერ ინტენსიურად, ახალი ციკლის დასაწყისი);
2. კირჩხიბებისთვის, მორიელებისთვის (ძლიერ ჰარმონიულად);
3. ტყუპებისთვის, ქალწულებისთვის, მშვილდოსნებისთვის (ძლიერ დისჰარმონიულად);
4. კუროებისთვის, თხის რქებისთვის (სუსტად დადებითად);
5. ვერძებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის, მერწყულებისთვის (სუსტად დისჰარმონიულად).