ცნობილი ხდება, ელისო კილაძის საქმის ახალი დეტალები
1771703495
შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთელის საქართველოს მასშტაბით, იწყებს ახალ პროექტს - „ემეგობრე პოლიციას". ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს წარმომადგენლებმა ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის დილის ეთერში გააჟღერეს.
მათი თქმით, კამპანიის ფარგლებში, ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა დროს გაიმართება.
ღონისძიებებზე წარმოდგენილი იქნება საპოლიციო დანაყოფების ტექნიკის გამოფენა და ბავშვებისთვის შემეცნებითი აქტივობები.
პარალელურად, კამპანიის ფარგლებში, სკოლებში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები, რომლის მიზანია მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება.