1000-ზე მეტი ბიზნეს შეხვედრა და მაღალი რანგის მოლაპარაკებები შანხაიში - საქართველო ITB China-ზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა

ჩინეთი

ჩინეთის ქალაქი შანხაიში აზიის მასშტაბური ტურისტული გამოფენა ITB China დასრულდა, რომელზეც ITB China-ზე საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგა.

სამი დღის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მიმდინარეობდა პრეზენტაციები და შეხვედრები საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ.

ITB China-ს სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ კულტურას, ფოლკლორს, გასტრონომიასა და ღვინოს. საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, პავილიონში სპეციალური კულტურული პროგრამა მოეწყო.

შანხაიში გამართულ ტურისტულ გამოფენაზე ITB China 2026 საქართველოს დელეგაციაში შემავალმა საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ათასზე მეტი შეხვედრა გამართეს უცხოელ პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად.

საერთაშორისო გამოფენაზე 30-მდე ქართული კომპანია და სახელმწიფო ორგანიზაცია იყო მონაწილეობდა.

გამოფენის ფარგლებში, შეხვედრები გამართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ. მხარეებმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და საერთაშორისო ბაზრებზე ქვეყნის ცნობადობის გაზრდის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ჩინეთისა და აზიის ბაზრებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების პოზიციონირების გაძლიერებაზე, ასევე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებსა და მარკეტინგულ კამპანიებში თანამშრომლობაზე.

წლევანდელი ITB China მასშტაბური მაჩვენებლებით გამოირჩეოდა: გამოფენაზე 85 ქვეყნიდან 900-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი, ხოლო ღონისძიებას 280-მდე საერთაშორისო მედიის წარმომადგენელი აშუქებდა.