პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სიმსუქნე და მათ შორის ბავშვთა სიმსუქნე კაცობრიობის უდიდესი პრობლემა გახდა, თუმცა საქართველოში არასოდეს ყოფილა ისეთი შემაშფოთებელი მონაცემები, როგორიც დღეს არის. სიმსუქნის, როგორც ერთ-ერთი მძიმე პათოლოგიის გავრცელება არაერთ ბავშვს ემუქრება ისეთი დაავადებების შესაძლო განვითარებით, როგორიცაა, მაგალითად, დიაბეტი. ამ საკითხზე mshoblebi.ge-სთან იაშვილის ბავშვთა კლინიკის ენდოკრინოლოგი ნინო ხელაძე საუბრობს:
- ქალბატონო ნინო, თითქოს წარმოუდგენელია, რომ საქართველოში, სადაც ბავშვს სოფლად და ქალაქშიც ეზოში ჩასვლა და თამაში შეუძლია, ამდენად მოიმატა სიმსუქნის სტატისტიკამ?
- სამწუხაროდ, ასეა. სიმსუქნის გამო როგორც უმცროსი ასაკის ბავშვების, ასევე მოზარდების მიმართვიანობა გაორმაგდა. გახშირდა სიმსუქნესთან დაკავშირებული ჩივილებიც: სუნთქვის დარღვევა, კიდურების ტკივილი, დაღლა, ციკლის დარღვევა და ასე შემდეგ.სიმსუქნის გამო ბავშვებში ისეთმა დაავადებებმა იმატა, რომლებიც წინა წლებში იშვიათი იყო. მაგალითად, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი ან ციკლის დარღვევები...
დასანანია, რომ მშობლები ვერ გვიჭერენ მხარს და ამიტომაც ექიმების ძალისხმევა ნაყოფს ვერ მოიტანს. ამას დავუმატოთ ისიც, რომ არა გვაქვს ეროვნული პოლიტიკა ამ პათოლოგიის აღსაკვეთად, რამაც ჩვენი დრამატული მონაცემები შესაძლოა უფრო გააუარესოს.
ამ დღეებში სწორედ სიმსუქნის პათოლოგიით მყავდა 10 წლის პაციენტი რეგიონიდან და როდესაც ბავშვს ვკითხე, დღეს რა ჭამე-მეთქი. მიპასუხა, ღორის ქონში შემწვარი 8 კვერცხიო. ეს მენიუ, რა თქმა უნდა, ბიძგია კიდევ მეტი დაავადებისკენ. შვილის ადრეულ ასაკში მშობლებს იმის იმედიც აქვთ, რომ ბავშვი "გაიზრდება და გახდება", მაგრამ არ არის ასე. მომავალში პლანშეტები, ტელეფონები… და მათზე ბავშვის მიჯაჭვულობა სიმსუქნეს არათუ აჩერებს, არამედ ზრდის. სრულად
ასევე დაგაინტერესებთ: