„ჰამასი“ უნდა განიარაღდეს ან ჯოჯოხეთი იფეთქებს - ნეთანიაჰუ

 ბენიამინ ნეთანიაჰუ

„ჰამასი“ უნდა განიარაღდეს ან ჯოჯოხეთი იფეთქებს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების შემდეგი ეტაპი მშვიდობიანი იქნება.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ მშვიდობას შანსი მივცეთ. 20-პუნქტიანი გეგმის პირობები ძალიან ნათელია. საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ მძევლებს ჩვენი სამხედროების გამოყვანის გარეშე გავათავისუფლებთ, არამედ შემდგომში გვექნება როგორც მილიტარიზაცია, ასევე განიარაღება. ეს ერთი და იგივე არ არის. პირველ რიგში, „ჰამასმა“ იარაღი უნდა დადოს. მეორე – უნდა დავრწმუნდეთ, რომ ღაზაში იარაღის ქარხნები არ არის. ღაზაში იარაღის კონტრაბანდა არ ხდება. ეს დემილიტარიზაციაა“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.