ზუგდიდში დააკავეს 2 პირი, რომლებიც ავტომობილზე კუსტარულად დამზადებულ ასაფეთქებელს ამონტაჟებდნენ

შსს

ზუგდიდში დააკავეს 2 პირი, რომლებიც საცხოვრებელი კორპუსის წინ, ავტოფარეხთან მდგარ ავტომობილზე კუსტარულად დამზადებულ ასაფეთქებელს ამონტაჟებდნენ. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით,რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება გულისხმობს. ასევე ნივთმტკიცების სახით ამოღებულია კუსტარულად დამზადებული ხელყუმბარა.

წინასწარი ინფორმაციით, ისინი კუსტარულად დამზადებულ ხელყუმბარას დ.ჯ-ს მანქანის ქვემოთ ამაგრებდნენ,ავტომობილი კი ავტოფარეხთან კორპუსის წინ იდგა. მოტივი ამ ეტაპზე, უცნობია.