ზუგდიდელმა ქალმა, რომელსაც ახალშობილის განზრახ მკვლელობა ედებოდა ბრალად, საპატიმრო სამ თვეში დატოვა

cixe

ზუგდიდში, 2020 წლის 14 ივლისს დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა ახალგაზრდა ქალმა, სასჯელაღსრულების დაწესებულება დაკავებიდან დაახლოებით 3 თვეში დატოვა.

როგორც მაშინ შსს-ში აცხადებდნენ, გამოძიება მიმდინარეობდა სსკ-ის 112-ე მუხლით, რაც გულისხმობს დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ.

თუ რის საფუძველზე დატოვა საპატიმრო ქალმა, დეტალები "პრაიმტაიმმა" გაარკვია.

დაახლოებით 2 წლის წინ ახალგაზრდა ქალმა, ზუგდიდში დაქირავებულ ბინაში იმშობიარა, შემდეგ კი სავარაუდო ბავშვის მამას ტელეფონით დაუკავშირდა და გარდაცვლილი ახალშობილის ცხედარი დაკრძალვის მიზნით გადასცა.
მაშინ ახალგაზრდა ქალთან ერთად დაკავებული იყო ახალგაზრდა მამაკაციც, რომელმაც საპატიმრო ქალზე უფრო ადრე დატოვა.

„ქალის გამოშვების საფუძველი გახდა ახალშობილის ცხედარზე ჩატარებული დასკვნის პასუხი. სადაც დადგინდა, რომ დაახლოებით 7 თვის ჩვილი გარდაცვლილი დაიბადა. ის გოგო კი ციხიდან გამოვიდა. სოფელში, სადაც ცხოვრობს, მას მშობლები შეურიგდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ სოფელში ვერ გაჩერდებოდა, საცხოვრებლად ნათესავთან თბილისში გადავიდა",  - უთხრა „პრაიმთაიმს" სოფლის მცხოვრებმა, სადაც ახალგაზრდა ქალის ოჯახი ცხოვრობს. ქალის გათავისუფლების ფაქტს ადასტურებს სოფლის რწმუნებულიც.

ხოლო,რაც შეეხება მიმდინარე წლის 14 თებერვალს ფოთის დევნილთა დასახლებაში მომხდარ ფაქტს, როცა 34 წლის დიანა კაზნაიფეროვამ იმშობიარა და შემდეგ ჩვილი საკანალიზაციო მილში ჩააგდო, მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ქალი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს. საქმეზე მომდევნო სხდომა აპრილში გაიმართება.

ვნახოთ, 2 თვის მერე დატოვებს თუ არა ახალგაზრდა ქალი საპყრობილეს. ამ საქმეშიც მთავარი ექსპერტიზის დასკვნის პასუხია, რომელმაც უნდა დაადგინოს, იყო თუ არა ჩვილი დაბადებისას ცოცხალი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.