წვიმა, ელჭექი, სეტყვა! - განახლებული ამინდის პროგნოზი
1780167988
ფოთის საქალაქო სასამართლომ, ახალშობილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ დედას პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლოზე დაცვის მხარემ ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა. მოსამართლე დავით გელაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაიზიარა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.
„დამეხმარეთ, რომ ჩემს შვილთან დავბრუნდე", - განაცხადა სასამართლო დარბაზში ბრალდებულმა,რომელსაც მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.
34 წლის ქალს გამოძიება ახალშობილის განზრახ მკვლელობას ედავება.
პროკურატურის ინფორმაციით, დედამ განზრახ მოკვლის მიზნით ახალშობილი შვილი გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში მოათავსა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შეგახსენებთ, 14 თებერვალს ფოთში, დევნილთა დასახლებაში ჩვილის ცხედარი მას შემდეგ ნახეს, რაც საკანალიზაციო მილი გაიჭედა და დასახმარებლად ხელოსანი გამოიძახეს.
ნახეთ ვიდეო სასამართლოდან
7 პროდუქტი, რომლებიც კიბოს უჯრედებს აქრობს
1737397144
თეა დარჩია მიმართვას ავრცელებს
1780164183