„ზედიზედ სამი გასროლის ხმა იყო...“ - რას ამბობენ ხარაგაულში მოკლული კაცის მეზობლები

ხარაგაული

მკვლელობა მოხდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მოკლულია 50 წლამდე ასაკის მამაკაცი გუჯა ბერაძე, მძიმედ დაჭრილი ირაკლი კიკნაძე კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

წინასწარი ინფორმაციით, პატარა ხარაგაულში კონფლიქტი სუფრაზე დაიწყო და ქუჩაში გაგრძელდა. მამაკაცის ვინაობა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა და ადგილიდან მიიმალა პოლიციამ სავარაუდოდ უკვე იცის.

ამ დრომდე ეჭვმიტანილს ეძებენ. ხარაგაულში მომხდარი მკვლელობის ადგილზე ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

მეზობლები ამბობენ, რომ ზედიზედ სამი სროლის ხმა იყო ცოტა ხანში კი საკონტროლო მეოთხე გასროლის ხმაც გაიგეს.

მათი თქმით, მოკლულს მკლავში ჰქონდა ჭრილობა მიყენებული, რამაც გული დააზიანა. გარდაცვლილს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ვერ მიუსწრო და ადგილზე გარდაიცვალა.