პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ერთი პირი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს.
სოფელ პატარა ხარაგაულში შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
სავარაუდოდ, ადგილობრივები სუფრასთან იყვნენ, რა დროსაც მოხდა კამათი.
მოგვიანებით სოფლის მცხოვრებლებმა გასროლის ხმა გაიგონეს, ადგილზე მისულებმა კი ერთი დაჭრილი მამაკაცი ავტომობილში ნახეს, ის, სავარაუდოდ, ავტომობილით წასვლას ცდილობდა.
40 წლამდე მამაკაცი კი ქუჩაში იყო. გუჯა ბერაძე ადგილზე გარდაიცვალა, ირაკლი კიკნაძე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვინ განახორციელა გასროლა ამ დრომდე უცნობია, ადგილობრივების თქმით, დაკავებული არავინაა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.