ყველა დანაშაული, რაც გაუხსნელია, ბრალდება კაკულიებს, ტრენდული გახდა - ადვოკატი

კაკულიების ადვოკატი

ძმებ გუგა და დათო კაკულიებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს - წინასწარი მოთავსების იზოლატორში პროცესს ადვოკატიც დაესწრო.

ცნობილია, რომ ძმები დანაშაულს არ აღიარებენ. პირველადი ინფორმაციით, ბრალდების შინაარსი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა იყო, თუმცა კაკულიების გვარი აქამდე არა ერთ დანაშაულთან დაკავშირებით გაჟღერებულა- მათ შორის, საუბარია ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის და არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი თავდასხმის საქმეებზე.

„თავად [კაკულიები] ფიქრობენ, რომ ისტერიის ფონზე, რაც გავრცელებულია, რომ ყველა დანაშაული, რაც გაუხსნელია, ბრალდება კაკულიებს. რაღაც ტრენდული გახდა, რაც სიმართლე არ გახლავთ.

მეეჭვება, რომ არალეგალური გზით ჩამოსულიყვნენ, მაგრამ ამაზეც დავუსვამ კითხვებს,"- განაცხადა  ადვოკატმა გიორგი ანთიძემ.