"ვაი შენს დედას, ეს რა ტრაგედია დატრიალდა..." - შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1778618450
ქუთაისში 60 წლამდე მამაკაცი მოკლეს - შემთხვევა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მოხდა. გარდაცვლილი ადგილობრივია.
გარდაცვლილი მამაკაცი გიორგი ფანჩულიძეა, რომელიც 7 შვილის მამა იყო.
რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, გარდაცვლილის მეზობელია.
როგორც ადგილზე ამბობენ, მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა. სავარაუდო ეჭვმიტანილი კი, წარსულში ნასამართლევია და ციხიდან ახალი გამოსული იყო.
