„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
უცხოური მედია ინგლისის დღევანდელ ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე ალაპარაკდა, სადაც განსასჯელის სკამდე 39 წლის დედა 2 წლის შვილის მკვლელობისთვის დააკავეს.
ამ შემზარავ დანაშაულზე Daily Mail-მა სტატია შემდეგი სათაურით "მკვლელი დედის ცივი მზერა" გამოაქვეყნა.
აღმოჩნდა, რომ ამ "ცივი მზერის" უკან პატარა დანიელის სიკვდილის გამომწვევი მიზეზი იმალებოდა...
39 წლის ქალმა შვილის მკვლელობა 10-წუთიან სასამართლო პროცესზე აღიარა. მის განაჩენს 15 ივლისს გამოაცხადებენ.
"საქმის დეტალებიდან ცნობილია, რომ გამომძიებლები 2 თებერვალს ჩრდილოეთ იორკშირში, მათ სახლში იმყოფებოდნენ, შემაშფოთებელი შეტყობინების შემდეგ ადგილზე მივიდნენ, მაგრამ მოზარდი იმავე დღეს გარდაიცვალა.
"ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ, ის მოგვიანებით გარდაიცვალა," - თქვა კლივლენდის პოლიციამ.
დედას, ჰოჯსონს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა და განაჩენს 15 ივლისს გამოუტანენ.
ასევე ცნობილია, რომ ბიჭი მძიმე მდგომარეობაში იპოვეს და სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ სამწუხაროდ, იმავე დღეს, მიყენებულ დაზიანებების გამო გარდაიცვალა.
ჰოჯსონი კლივლენდის პოლიციამ ორი დღის შემდეგ დააკავა და კვირას, 6 თებერვალს, მკვლელობაში ბრალი წაუყენა.
სასამართლოს ხელმძღვანელმა, თქვა, რომ „მოვლენების ტრაგიკული თანმიმდევრობა“, რომელმაც პატარა ბიჭის სიკვდილი გამოიწვია, სრულად დადგინდა.
ისინი, ვინც დანიელს იცნობდნენ, გარკვეულ ნუგეშს იპოვიან დედის დასჯაში." - წერს გამოცემა.