პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მარიამ გაფრინდაშვილის მანქანა გაქურდეს. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„საუკეთესო სიურპრიზით დავიწყე დღე. ჩემი ავტომობილი გაქურდეს. წაღებულია საფულე (თანხის გარეშე) მხოლოდ აკრედიტაციები, პრეს ბარათები და რამდენიმე ჩემთვის მნიშვნელოვანი პირადი წერილით. წაიღეს რამდენიმე სუნამო, მედიკამენტი და სხვა უმნიშვნელო ნივთები. მაგრამ ყველაზე საინტერესო ერთი გარემოებაა - სავარაუდო ბრალდებულმა დამიტოვა დანა (ჩემი აღქმით უფრო ხანჯალი) მობილური ტელეფონი (სიმბარათის გარეშე) და ყავა. ისე მაინტერესებს რა ხდებოდა ჩემს მანქანაში მთელი ღამის განმავლობაში.
უნდა ვთქვა, რომ პოლიცია დილიდან მართლა ყველაფერს აკეთებს სავარაუდო დამნაშავის დასადგენად“, - წერს ჟურნალისტი.