„არ გვაქვს კარგი ურთიერთობა, თუმცა მან გამაკვირვა“ - უაითი დვალიშვილის შესახებ
1737291854
შიდა ქართლის სოფელ კარბში მეზობლებს შორის კონფლიქტი სარწყავი არხის გამო დაიწყო და სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათი ინფორმაციით, თავდაპირველად 33 წლის მამაკაცმა მეზობელს ბლაგვი საგნით მიაყენა დაზიანება, რაც დაზარალებულის დედამ დაინახა. ამის შემდეგ ასაკოვანმა ქალმა, შვილის თავდაცვის მიზნით, 33 წლის მამაკაცს თავში ქვა ჩაარტყა. მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
„შრომის მეტი ამ ადამიანს არაფერი გაუკეთებია. პატიოსანი ადამიანი იყო, გამარჯობასაც რომ ეტყოდნენ, თავს ხრიდა, მეტი რაღა ვთქვა. შვილი კი არ მომიკვდა, მომიკლეს. მომიკლა ლევანმა და დედამისმა. ჩემი შვილი აქ არის დაბადებული, გაზრდილი, არავისთვის არაფერი არ უკადრებია, შეგიძლიათ ხალხს შეეკითხოთ," - ამბობს გარდაცვლილის მამა „კურიერთან“ საუბრისას.
სამართალდამცველებმა 70 წლის ქალი მომხდარიდან მალევე დააკავეს.