VIDEO: ვინ არის პოლიციის პოლკოვნიკი, რომელმაც ანაბეჭდების უნიკალური ბაზა შექმნა

"კურიერი" გიყვებათ ადამიანზე, რომელმაც საექსპერტო განათლება უკრაინაში მიიღო, სამშობლოში დაბრუნდა და ანაბეჭდების უნიკალური ბაზა შექმნა, რომელიც მილიონამდე ნიმუშს აერთიანებს.

ირაკლი ვერულაშვილი პოლიციის პოლკოვნიკია, საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოსაც ხელმძღვანელობს და ოჯახთანაც დიდ დროს ატარებს.

მისი გამოცდილებისა და საქმიანობის შესახებ "ინტერპოლშიც" კარგად იციან. იგი კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის კატასტროფის მსხვერპლთა იდენტიფიკაციის სამუშაო ჯგუფის წევრია. 

"საქართველოდან 15 კურსანტი იქნა შერჩეული, გავემგზავრეთ უკრაინაში, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სასწავლებლად საგამოძიებო კრიმინალისტიკურ ფაკულტეტზე. 2003 წელს, როდესაც დავბრუნდი საქართველოში დავიწყე მუშაობა ჩემი პროფესიით",- ამბობს ირაკლი ვერულაშვილი. 

აღსანიშნავია, რომ მისი საშუალებით საქართველოში საფუძველი ჩაეყარა ანაბეჭდების ერთადერთი ბაზის შექმნას.