VIDEO: „თხა, ქაჯო, დებილო - ასე მოგვმართავდა საჯაროდ“ - ქალი ფეხბურთელები მწვრთნელისგან სექსუალურ შევიწროებაზე

ძალადობა

2023 წლის 4 ივლისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანანა ნიკაჭაძემ ქალთა საფეხბურთო კლუბი „მართვე“ და მისი მწვრთნელი პაატა დოგრაშვილი პასუხისმგებლად ცნო ამავე კლუბის 9 ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში.

მათ ფეხბურთელებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება - 36 000 ლარის გადახდა დააკისრა - ცხრიდან ხუთი ფეხბურთელი გოგო, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ღიად ლაპარაკობს ჯერ კიდევ მათი არასრულწლოვნობის პერიოდში, როგორც საკუთარ თავზე განცდილ, ისე მათი მეგობრების თავს გადახდენილ სექსუალური შევიწროებისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ამბებზე.

საფეხბურთო კლუბ „მართვეს“ ყოფილმა მწვრთნელმა თანამდებობა 2020 წელს დატოვა. გოგონებზე სექსუალური შევიწროების ფაქტებს ის დღესაც კატეგორიულად უარყოფს და სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

ანუკა სინატაშვილი დღეს 27 წლისაა, ნატა სამხარაძე 18-ის, ლანა გორგაძეს 26 წელი შეუსრულდა, ანა ჯანელიძეს - 24. მარი ხარგელია 21 წლისაა.

დანარჩენი ოთხი გოგო საჯაროდ ლაპარაკისგან ჯერ თავს იკავებს, თუმცა ყოფილი მწვრთნელისთვის სასამართლოში ჩივილის გადაწყვეტილება ყველამ ერთად მიიღო.​

 

ასევე დაგაინტერესებთ:

საყურადღებო ინფორმაცია! რა ფერის საცურაო კოსტიუმი უნდა ეცვას ბავშვს, რომ წყალში ჩავარდნისას ადვილად შენიშნონ

19 წლის ბიჭი სასტიკად მოკლა, ცხედარი გადამალა და ქვეყანა დატოვა - შემზარავი დანაშაულის დეტალები

თბილისში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმე, რომელმაც ევროპული პრესა აალაპარაკა - რა მოხდა სასტუმრო „გრანდ-ოტელში“

ვინ არის „თემო სოხუმსკი“, რომელიც სენაკელ ბიზნესმენს 60 000 დოლარს სძალავდა - იგი რამდენიმე მძიმე დანაშაულში ფიგურირებს