პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
67 წლის ხვთისო პეტრიაშვილმა სოფელ რეხაში სიცოცხლე თვითმკვლელობით მას შემდეგ დაასრულა, რაც მეუღლეს და სიდედრს ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ორივე შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.
ადგილობრივები კამერის წინ დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა პირად საუბარში ამბობენ, რომ მამაკაცმა ცეცხლი ჯერ 60 წლამდე მეუღლეს გაუხსნა, შემდეგ კი ხანდაზმულ სიდედრს, რომელიც მძიმედ დაჭრილი შვილის გადარჩენას ცდილობდა.
"კურიერის" ინფორმაციით, დანაშაულს წინ ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი უძღოდა, თუმცა ადგილობრივები ამბობენ რომ სახლიდან ჩხუბის და გასროლის ხმა არ გაუგიათ. მეზობლებმა მომხდარის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც დანაშაულის ადგილზე პოლიციის მობილიზება დაიწყო.
პოლიციას მომხდარის შესახებ შვილებმა აცნობეს. ცოლის და სიდედრის მკვლელობის შემდეგ ხვთისო პეტრიაშვილმა ზარი სწორედ შვილებთან განახორციელა, რის შემდეგაც იმავე იარაღით თავი მოიკლა. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში ჩასულ შვილებს მშობლები და ბებია უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
ორმაგი მკვლელობისა და თვითმკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო. დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრების მკვლელობის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.