პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო-სამედიცინო და ფსიქიატრიული ექსპერტიზის პასუხი 18 ნოემბერს გახდება ცნობილი, - ამის შესახებ მისმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ გადაცემაში ,,თავისუფალი სივრცე" განაცხადა.
,,ჩემი ჩართვის შემდგომ, ჩემი დაცვის სტრატეგია იყო, რომ თუ ეს კაცი ავადაა, მაშინ მას უნდა ჩაუტარდეს კლასიკური ტიპის, სასამართლო-სამედიცინო და ფსიქიატრიული ექსპერტიზა, თუ ჩვენ მოგვივა, რომ ეს კაცი არის მძიმე ავადმყოფი, მხოლოდ ამის შემდგომ უჩნდება ადვოკატს შესაძლებლობა, მიმართოს სასამართლოს, სასჯელის გადავადების თუ სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნით. დასკვნაზე მუშაობა დაწყებულია, მიმდინარეობს, 4 თვე არ არის ჯერ გასული, 18 ნოემბერს საბოლოო სახეს მიიღებს.
ფსიქიატრიული ექსპერტიზა სააკაშვილს დაუნიშნა გამოძიებამ, რამდენადაც გამოძიებამ დაუნიშნა, ჩვენც გარკვეულ კვლევებს ვატარებთ", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.