პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არის კოვიდინფიცირებული ადამიანის კონტაქტი, ამიტომ, დღეს ჩანიშნული სასამართლო პროცესი წესით არ უნდა ჩატარდეს. ადვოკატის კომენტარს სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
„მიხეილ სააკაშვილი ავადმყოფობის გამო დღევანდელ პროცესს ვერ დაესწრება. გარდა ამისა, ის კორონავირუსით ინფიცირებულის კონტაქტია. 5 დღის გასვლას ელოდებიან, რომ კორონავირუსზე ტესტი განმეორებით ჩაუტარდეს, სიცხიანია. კოვიდის გამო, სამი დღეა არ შევხვედრივარ. წესით, დღევანდელი სასამართლო პროცესი უნდა გადაიდოს“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს. პროცესზე სააკაშვილის მხრიდან საზღვრის უკანონო კვეთის ეპიზოდი განიხილება.