ფეხის ფრჩხილებზე დაკვირვებით კიბოს დიაგნოზის დადგენაა შესაძლებელი
1740342928
უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა და ამ კითხვით მან ,,ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში" მესამე პრეზიდენტის ადვოკატს, შალვა ხაჭაპურიძეს მიმართა.
ნანა კაკაბაძე: მახსოვს, ბატონი შალვას განცხადებები, რომ იმდენად მძიმედ არის სააკაშვილი, რომ მას ასდის საშინელი სუნიო. მაინტერესებს, ეს სუნის პრობლემა მოიხსნა თუ ისევ გრძელდება.
საერთოდ, ეს არის სტრატეგია თქვენი დაცვის, რომ სააკაშვილი არის ავად თუ მართლაც ფიქრობთ, რომ ის ავად არის?
შალვა ხაჭაპურიძე: დიახ, ეს სიმპტომები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მას ახლაც აქვს, უფრო მეტიც, მისი სიმპტომები და მისი კლინიკა კიდევ უფრო დამძიმებულია. ჩართვა გვქონდა ამერიკელ ექსპერტებთან და 19 ნოემბერს საბოლოო დასკვნა იქნება და საზოგადოებას უკვე ეცნობება ამის შესახებ.