Tik-Tok-ის დამფუძნებელი საგანგებო მიმართვას ავრცელებს
1737233070
როგორია ადვოკატის პოზიცია „კურიერში" გავრცელებულ ექსკლუზიურ კადრებზე, რომელიც ძმებ კაკულიების გადაადგილებას ასახავს.
ძმები კაკულიების ადვოკატის შეფასებით, შეუძლებელია კადრებით ბრალდებულების იდენტიფიცირება. მისივე თქმით, უნდა ჩატარდეს შესაბამისი ექსპერტიზა და იმ პირების იდენტიფიცირება მოხდეს, რომელიც „კურიერის" მიერ მოპოვებულ კადრებში არიან ასახულები.
„მათ უნდათ ამ ვიდეოებით პირის ამოცნობა, როდესაც კადრებში რეალურად არაფერი არ ჩანს, პირები არიან ჩაფხუტებით. ასევე გაუგებარია ჩემთვის, თუ რატომ უნდა იქცეს ორი ადამიანის მოძრაობა იმათ, რომ ესენი მაინცდამაინც ძმები კაკულიები არიან. ამას დასჭირდება სპეციალური ექსერტიზის დასკვნა. დღეს ვაპირებ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს შევხვდე,"- განაცხადა ადვოკატმა გიორგი ანთაძემ.
„რუსთავი 2-მა" საქმეზე ვიდეო მტკიცებულებები მოიპოვა. მასალაში ჩანს, როგორ გადაადგილდებიან ბრალდებული ძმები ვაკის ტერიტორიაზე. კადრებში ასევე დაფიქსირებულია, როგორ მიდიან ისინი "მზიურის პარკის" მიმართულებით და როგორ მოძრაობენ ჩაფხუტებით პარკის ტერიტორიაზე.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 ვინც 1980 წლამდეა დაბადებული, „მაიმუნის ყვავილი“ მათთვის საშიშროებას არ წარმოადგენს - ივანე ჩხაიძე