პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
,,მისტერ ოფშორი" - ასეა მოხსენიებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი BBC-ს სკანდალურ რეპორტაჟში.
გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ასობით ოფშორულ და თაღლითურ კომპანიას მიაგნეს, რომლის კვალიც საქართველოს 4 მოქალაქესთან მიდის. მათ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი აერთიანებს.
რეპორტაჟში ასობით მტკიცებულებაა იმის, რომ კეზერაშვილი მის უახლოეს გარემოცვასთან ერთად ევროპელ პენსიონერს თაღლითური სქემით ფულს ჰპარავდა.
,,ჩვენ მივედით კეზერაშვილის 18 მილიონ ფუნტად შეფასებულ პენტჰაუსში, ლონდონში. გვაინტერესებდა, გაგვცემდა თუ არა პასუხს ჩვენს კითხვებზე, თუმცა პასუხი არ გაგვცა. აქვე აღვნიშნავთ, რომ დავით კეზერაშვილი და მისი ადვოკატები უარყოფენ მილტონთან რაიმე კავშირს. მისი თქმით, Everfx იყო ლეგიტიმური ბიზნესი, და ის მასალები, რომლებიც ჩვენ აღმოვაჩინეთ, არაფერს არ ამტკიცებდა. იმავეს ამტკიცებენ ჭელიძე და გოგეშვილი და უარყოფენ Milton-თან კავშირს.
მგელაძის თქმით, მას არასოდეს ჰქონია ქოლ ცენტრებთან რაიმე კავშირი. ბიბისის გამოძიების შედეგად, მილტონ გრუპის ყველა ოფისში, პოლიცია იმყოფებოდა, რომელიც 5 სხვადასხვა ქვეყანაშია. დაიხურა 15 ქოლ ცენტრი, თუმცა მხოლოდ 5 ეჭვმიტანილი იქნა დაკავებული, რომლებიც იქ მუშაობდნენ", - აღნიშნულია რეპორტაჟში.
ნახეთ, BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟი:
ასევე დაგაინტერესებთ:
ლონდონში მდებარე კეზერაშვილის სახლის ღირებულება 18 მილიონი გირვანქა სტერლინგია - BBC-ის გამოძიება