პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი გიორგი თარგამაძესთან ინტერვიუში ჰყვება, როგორ დაიწყო ბიზნესი საქართველოში.
კეზერაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც მან თავდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა, მან რამდენიმე მეგობართან ერთად ნავთობპროდუქტების გადაზიდვის კომპანია შექმნა.
"2008 წელს, როცა წამოვედი თავდაცვის სამინისტროდან, მქონდა ორი არჩევანი - დავრჩენილიყავი პოლიტიკაში და მქონდა შემოთავაზება მიშასგან ან წავსულიყავი კერძო სექტორში“ - ამბობს გიორგი თარგამაძესთან ინტერვიუში დავით კეზერაშვილი.
„როცა წამოვედი, ჩემს რამდენიმე მეგობართან ერთად, დავსხდეთ და გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა ნავთობპროდუქტების გადაზიდვის კომპანია... მაშინ ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენს კორიდორში იყო ერთი ნაკლოვანება. ყველა გადამზიდავს, ჰქონდეთ მთავარი პრობლემა - უწევდათ ყველა ქვეყანასთან ცალკე კონტრაქტის გაფორმება. ჩვენ შევთავაზეთ ერთი ფანჯრის პრინციპი. გვქონდა ჩვენი კონტაქტები სხვადასხვა ქვეყანაში და შევთავაზეთ გამარტივებული სერვისი და ამან ძალიან კარგად იმუშავა. ეს იყო როგორც დავიწყე ბიზნესი. არის ბევრი ლაპარაკი, რომ მე იქიდან [თავდაცვის სამინისტროდან] წამოვედი ბევრი ფულით და რაღაცები, ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკეთ, თუმცა ბიზნესი დავიწყე ასე. ჩვენ შემოვიყვანეთ ინვესტორი - დავით იაკობაშვილი, ცნობილი ბიზნესმენი., რომელიც 2010 წელს შემოვიდა ამ ბიზნესში და შემოიტანა ფული. მაშინ დაიწყო ამ კომპანიის კიდევ უფრო ზრდა", - თქვა კეზერაშვილმა.
ბოლო დეკლარაცია, რომელიც კეზერაშვილმა 2008 წელს შეავსო, ასე გამოიყურება:
მეუღლის სახელზე რეგისტრირებული, 108 კვ.მ ბინა თბილისში, ასევე მეუღლის სახელზე რეგისტრირებული მანქანა და 60 000 ლარამდე თანხა ბარათზე. ასეთი იყო კეზერაშვილის ოფიციალური ქონება, რომელიც მას 2008 წელს ბიზნესის, ნავთობპროდუქტების გადამზიდი კომპანიის დაარსების დროს ჰქონდა.