ვადასტურებ, რომ იოსებ მგელაძესთან ნამდვილად ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები - ქოლცენტრების საქმის პროკურორი

ქოლცენტრები

ვადასტურებ, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე იოსებ მგელაძესთან ნამდვილად ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები  და მათ შორის ამოღებული იქნა საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. -აღნიშნული განცხადება ე.წ. ქოლ-ცენტრების  საქმმეზე  პროკურორმა ზინიკო ქობალიამ გადაცემა „იმედი ლაივში“ ჟურნალისის  კითხვის საპასუხოდ გააკეთა, სადაც საუბარი იყო ადასტუსტურებდა

თუ არა ერთ-იოსებ მგელაძის საცხოვრებელ სახლში  ჩხრეკის ჩატარების შესახებ ინფორმაციას.

საქმის პროკურორის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედება  ჩატარდა  ისობ მგელაძის საცხოვრებელ მისამართზე და  შედეგად ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის შესწავლაც მოხდება საგამოძიებო სამსახურის მიერ.

ზინიკო ქობალიამ გადაცემაში ასევე ისაუბრა საქართველოს პროკურატურის და 7 ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენლების მონაწილეობით და ჩართულობით ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში ჩატარებულ ფართომასშტაბიანი ღონისძიებაზე.

პროკურორის განცხადებით,ღონისძიების ფარგლებში ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის მიერ პირველ ეტაპზე უკვე დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა ორგანიზატორთა ნაწილის მიმართ, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებულია ერთ-ერთი ორგანიზატორი