პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ჩვენ ერთობლივად მოვახერხეთ და არაჩვეულებრივი შედეგი დავდეთ. თქვენი დაუღალვი შრომის გარეშე არასდროს მოხერხდებოდა ამ კომპლექსური ღონისძიებების წარმატებით განხორციელება“, - მიმართა საქართველოს პროკურატურის და შსს-ს წარმომადგენლებს ბამბერგის უფროსმა პროკურორმა ნინო გოლდბექმა ქოლცენტრების საქმეზე გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
„მნიშვნელოვანია ისეთი სანდო და აქტიური პარტნიორების არსებობა, როგორიცაა საქართველოს გენერალური პროკურატურა. სრულიად ცალსახაა, რომ ამ საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ძიება ჯერ არ დასრულებულა. ამოღებულია მონაცემები, მტკიცებულებები და ამას კიდევ მრავალი თვე დასჭირდება. კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ქართველ სამართალდამცველებს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის“ - განაცხადა გერმანელმა პროკურორმა.
ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი მორიგი ქსელი ქართველმა სამართალდამცველებმა გერმანელ კოლეგებთან თანამშრომლობით გაშიფრეს. საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილია 5 ე.წ. ქოლცენტრი და უკანონო საქმიანობაში ჩართული ათეულობით ადამიანი, რომელთა ქონებას გამოძიების ფარგლებში, ყადაღა ადედო. ამოღებულია დიდი ოდენობით თანხაც.
საერთო ჯამში სხვადასხვა ქვეყანაში დაკავებულია ათობით პირი, მათ შორის ქსელის ერთ-ერთი ორგანიზატორი დააკავეს საქართველოში.
ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში ე.წ. ქოლცენტრების გახსნას და ამ გზით ევროკავშირის, მათ შორის გერმანიის მოქალაქეების კუთვნილი მილიონობით თანხის თაღლითურად დაუფლებას.