„უკანა ეზოში გამოჰყავს ძაღლი სასეირნოდ?" - შოკის მომგვრელ ჩანაწერში 72 წლის ბებიაზე თავდასხმის დეტალებზე საუბრობენ

სქრინი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ა.ს. ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს. 

გავრცელებულ ჩანაწერში სავარაუდო მკვლელის და სავარაუდო შეკვეთის მიმცემის საუბარი ისმის.

„ბიზნესი აქვს, შედი დააკაკუნე, კარებს გაგიღებს, უბრალოდ ხალხს არ ენდობა, მძღოლს მოჰყავს.

ეს ყველაფერი უნდა მოხდეს სახლში...

კარებს ღია ტოვებ, ჩვენ შევდივართ, ყველაფერს ავიღებთ, იმ საბუთებს პაპკით, რომელიც მჭირდება დ ამორჩა

ყველაფერი ვიცი ამ ობიექტზე საათობრივად, როდის მოდის, როდის მიდის, საღამოობით, მაქსიმუმ ძაღლი გამოიყვანოს უკანა ეზოში“

„დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ანგარების მოტივით განიზრახა საკუთარი ბებიის - 1951 წელს დაბადებული ვ.ს.-ის შეკვეთით მკვლელობა. მას ამ მიზნით დაქირავებული მკვლელისთვის უნდა გადაეხადა 150 000 აშშ დოლარი. ა.ს.-მ პირს, რომელსაც უნდა შეესრულებინა მისი ბებიის მკვლელობა, დაუსახელა მსხვერპლის სახელი ასაკი, საცხოვრებელი მისამართი და ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით გაუგზავნა ბებიის ფოტოსურათი. ბრალდებულმა დანაშაულის მომზადებისთვის წინასწარ გადასცა გარკვეული თანხა, ხოლო შეკვეთის შესრულების შემდგომ დაჰპირდა დარჩენილი თანხის გადახდას.

პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების, ასევე, ფარული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ა.ს. დააკავა.

ოჯახის წევრის მიმართ, ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.