66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
სამოქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ საქმეზე, „უჩა მამაცაშვილი „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წინააღმდეგ“ , მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
მამაცაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციას ცილისწამებაში ადანაშაულებდა და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა. პროცესი უჩა მამაცაშვილის სასარგებლოდ დასრულდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყველა განცხადება, რომელიც ორგანიზაციამ მამაცაშვილის წინააღმდეგ გააჟღერა, ცილისმწამებლურია. მოსამართლემ „ანტიკორუფციულ მოძრაობას“ დააკისრა იმავე ეთერებიდან აღნიშნული ცილისმწამებლური განცხადებები უარყონ.
მამაცაშვილი მოძრაობის სხვადასხვა წევრისგან 50-50 ათასს, ჯამში, 150 ათას ლარს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მათ 5-5 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.