"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს, - ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მის საცხოვრებელ სახლში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ინახავდა დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების, უცხოური წარმოების უაქციზო ალკოჰოლურ სასმელს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 7 869 ლარის ღირებულების უაქციზო სასმელი“, - აცხადებენ უწყებაში.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.